ჩაბარების ვადა:

17 იანვარი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2059 - ტენდერი ბექთაქარის საბადოს საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლის შერჩევის მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Gold აცხადებს ტენდერს ბექთაქარის საბადოს საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლის შერჩევის მიზნით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო კომპანიებმა 2017 წლის 17 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემდეგი შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებზე:

  • სარემონტო-მექანიკური სახელოსნოს,
  • ცივი საწყობის,
  • თბილი საწყობის,
  • საკონტროლო-გამშვები პუნქტის,
  • ქვესადგურის,
  • საწვავ-საპოხი მასალების საწყობის,
  • საკომპრესორო დანადგარის შენობის,
  • ოფისის შენობის ,
  • ოპერატიული მართვის შენობის,
  • გასახდელების და საშხაპეების შენობის,
  • სეპტიკის,
  • ავტოსადგომის,
  • საერთო საცხოვრებლის და სასადილოს შენობის,
  • წყალმომარაგების სისტემის მოწყობის,
  • ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობის.

პროექტის განხორციელების ვადებია: 01.03.2017-31.12.2017

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

  • ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 3 მილიონიანი წლიური ბრუნვა;
  • სრულფასოვანი მომსახურების გაწევისთვის პრეტენდენტი კომპანია ეზრუნნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო ტექნიკით;
  • კომპანიის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამშენებლო ბაზა;
  • კომპანიამ თავად უნდა უზრუნველყოს თანამშრომლები სატრანსპორტო მომსახურებით და კვებით.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალაში, სადაც წარმოდგენილია ბექთაქარის საწარმოო მოედნის გენგეგმა, შენობა-ნაგებობების, შიდა ქსელების პროექტები და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების დეფექტური აქტები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა გრაფიკი) და ღირებულება, საავანსო ანაზღაურების რაოდენობა და მისი გადარიცხვის განრიგი.
  • სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტები, ფაქტურები და საბანკო ამონაწერები;
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე- LPirveli@richmetalsgroup.com
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება
  • კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 17.01.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დოკუმენტაცია