ჩაბარების ვადა:

11 იანვარი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2080 - ტენდერი ბრონირებული ფირის შესყიდვასა და სათავო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ბრონირებული ფირის შესყიდვასა და სათავო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურებაზე.

# დასახელება/აღწერა
1. 200 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ.
2. 300 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ.
3. თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე ფირი
4. შავი, 95 %-იანი ფირი
5. ტრანსპორტირება თბილისის გარეთ 100 კმ.-ს შემდეგ - 1 კმ. მანძილის ტრანსპორტირების ღირებულება

 

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
  • შეკვეთის სიხშირე დაახლოებით თვეში 2-3 ფილიალი (20-30 კვ.მ);
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი ბრონირებული ფირების ნიმუშები, ნიმუშების მოწოდება უნდა მოხდეს ბანკის სათავო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის #29ა) გიორგი ბუქურის სახელზე 599565992

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 4 იანვრიდან 2017 წლის 11 იანვრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის, პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 56 59 92 - გიორგი ბუქური.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 11 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=681&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დოკუმენტაცია