ჩაბარების ვადა:
11 იანვარი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2080 - ტენდერი ბრონირებული ფირის შესყიდვასა და სათავო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ბრონირებული ფირის შესყიდვასა და სათავო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურებაზე.
# | დასახელება/აღწერა |
1. | 200 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ. |
2. | 300 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ. |
3. | თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე ფირი |
4. | შავი, 95 %-იანი ფირი |
5. | ტრანსპორტირება თბილისის გარეთ 100 კმ.-ს შემდეგ - 1 კმ. მანძილის ტრანსპორტირების ღირებულება |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
- შეკვეთის სიხშირე დაახლოებით თვეში 2-3 ფილიალი (20-30 კვ.მ);
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი ბრონირებული ფირების ნიმუშები, ნიმუშების მოწოდება უნდა მოხდეს ბანკის სათავო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის #29ა) გიორგი ბუქურის სახელზე 599565992
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 4 იანვრიდან 2017 წლის 11 იანვრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის, პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 56 59 92 - გიორგი ბუქური.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 11 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=681&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი