ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20835 - ტენდერი 10 ტონიანი ამწე კრანის ქირავნობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას 10 ტონიანი ამწე კრანის ქირავნობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • ჰაიდელბერგცემენტის რუსთავის ქარხანაში 10 ტონიანი ამწით მომსახურება.
  • სტანდარტული სამუშაო გრაფიკი 08:00-17:00 სამუშაო დღეებში.
  • კომპანია მზად უნდა იყოს ქარხანაში ავარიის შემთხვევაში არასამუშაო საათებში გამოძახებისთვის ან ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის.
  • ამწის ოპერატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ამწის ოპერატორის მოწმობა.
  • ამწე უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და გავლილი ქონდეს ყველა სავალდებულო დათვალიერება.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად:

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მსგავს სფეროში საქმიანობის გამოცდილება.

გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მისამართზე Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 23.02.2024.

  • კომპანიის აღწერა/პრეზენტაცია
  • თუ გითანამშრომლიათ სხვა დიდ კომპანიებთან მათი ჩამონათვალი.
  • თქვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული ამწე კრანის სურათები

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართეთ:
ელ.ფოსტა: Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge
ტელ: 555 43 11 91

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები