23 თებერვალი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT20860 - ტენდერი აკუმულატორების დემონტაჟსა და ახალი აკუმულატორების მონტაჟზე ( 07/02-GIEC-S/Battery-24 )
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ აცხადებს ტენდერს არსებული აკუმულატორების დემონტაჟზე და ახალი აკუმულატორების მონტაჟზე ( 07/02-GIEC-S/Battery-24 ).
სამუშაოს დასახელება: თბო სადგურში არსებული 220 ვ-ის აკუმულატორების დემონტაჟი და ახალი აკუმულატორების მონტაჟი მომწოდებლის მასალით.
- სააკუმულატორო ბანკების რაოდენობა: 130 ცალი;
- სააკუმულატორო ბანკების ტიპი: ტყვია-მჟავიანი, ძაბვა 2ვ, ტევადობა 800 ა/სთ.
სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, აკუმულატორების ტიპი და რაოდენობა გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში დანართი 1-ის სახით.
სამუშაოს შესრულების ადგილი: გარდაბანი, დ. აღმაშენებლის #2.
აუცილებელი პირობა:
ტენდერში მონაწილე კომპანია, წინადადების გამოგზავნამდე ვალდებულია გაეცნოს სამუშაოს შესრულების ადგილს.
სამუშაოს შესრულების პერიოდი: 2024 წლის 5 – 30 ივნისი
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
- წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
- კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი 07/02-GIEC-S/Battery-24
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 თებერვალი, 17:00 საათი
საკონტაქტო პირი:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
კახა უნგიაძე
საკონტაქტო ნომერი: 599 503 735
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები