1 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20952 - ტენდერი პალეტის შესაფუთი ფირის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
პს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს პალეტის შესაფუთი ფირის შესყიდვაზე.
კომპანიის შესახებ:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ახდენს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 17 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, Stolichnaya, და სხვა.
შესყიდვის პირობები:
შესყიდვის ობიექტია პალეტის შესაფუთი ფირი (სტრეიჯი)
ტექნიკური მახასიათებლები:
- სიმაღლე - 50 სმ
- წონა - 3კგ / 3.2კგ / 3.5კგ
- სისქე - 23 მიკრონი/25 მიკრონი
სავარაუდო შესყიდვის რაოდენობა 2024 წელს - 14,000 ცალი
შენიშვნა:
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი და წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 2
სამუშაო დღის ვადაში; - გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება;
- შეკვეთა მოხდება ყოველთვიურად;
- ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- შესყიდვის პერიოდი: 01.03.2024 – 28.02.2025;
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 01.03.2024 18:00 საათი;
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში; - მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ისაკიანის ჩიხი N1.
გადახდის პირობა:
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადება პროდუქციის მახასიათებლით და ფასით;
- კომპანიის რეკვიზიტები.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მარიამ კვარაცხელია
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: m.kvaratskhelia@gdl.ge
ტელ.: +995 551 59 63 06
საკონტაქტო პირი: ვასილ ბეშკენაძე
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: v.beshkenadze@gdl.ge
ტელ.: +995 551 31 20 97
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
- 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა