ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20952 - ტენდერი პალეტის შესაფუთი ფირის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

პს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს პალეტის შესაფუთი ფირის შესყიდვაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ახდენს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 17 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, Stolichnaya, და სხვა.

შესყიდვის პირობები:

შესყიდვის ობიექტია პალეტის შესაფუთი ფირი (სტრეიჯი)

ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმაღლე - 50 სმ
  • წონა - 3კგ / 3.2კგ / 3.5კგ
  • სისქე - 23 მიკრონი/25 მიკრონი

სავარაუდო შესყიდვის რაოდენობა 2024 წელს - 14,000 ცალი

შენიშვნა:

შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი და წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 2
    სამუშაო დღის ვადაში;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება;
  • შეკვეთა მოხდება ყოველთვიურად;
  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • შესყიდვის პერიოდი: 01.03.2024 – 28.02.2025;
  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 01.03.2024 18:00 საათი;
  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ისაკიანის ჩიხი N1.

გადახდის პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადება პროდუქციის მახასიათებლით და ფასით;
  • კომპანიის რეკვიზიტები.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მარიამ კვარაცხელია
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: m.kvaratskhelia@gdl.ge
ტელ.: +995 551 59 63 06

საკონტაქტო პირი: ვასილ ბეშკენაძე
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: v.beshkenadze@gdl.ge
ტელ.: +995 551 31 20 97

ტენდერის კატეგორია:

  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა