23 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20997 - ტენდერი ქ.ბათუმის სერვის ცენტრის გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემის მიწოდება/მონტაჟის/მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქ.ბათუმის (დ.მამულაძის ქ.13) სერვის ცენტრის გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემის მიწოდება/მონტაჟის/მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.
ტენდერის პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
- საგარანტიო პირობა შესრულებულ სამუშაოზე და მოწოდებულ პროდუქციაზე შეადგენს 3 წელს.
- მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დეტალურად გაიწერება საგარანტიო პირობები, რეაგირების და ხარვეზის აღმოფხვრის დროები და ა.შ.
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში ,უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და ტრანსპორტირების/მოწოდების/მონტაჟის ხარჯები საქართველოს მაშტაბით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე , უნდა ჰქონდეს შესრულებული მსგავსი პროქტი;
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა - დანართი N 1;
- წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
- კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის;
- წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება განხორციელდება კომპანიის მიერ ვალდებულების შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 5 სამუშაო დღეში;
- მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- პრეტენდენტის მიერ მოთხოვნილი ავანსის ოდენობამ შესაძლოა განსაზღვროს ტენდერის საბოლოო შედეგი, რა შემთხვევაშიც დამატებით კომუნიკაცია შედგება აღნიშნულ კომპანიასთან;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- შემოთავაზებული პროდუქციის მიწოდება/მონტაჟის/მომსახურების ფასი;
- პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
- მოწოდების ვადები;
- ავანსის ოდენობა;
- კომპანიის გამოცდილება.
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);
- შევსებული ფასების ცხრილი (დანართი N2);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით).
თანდართული დოკუმენტაცია :
- დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;
- დანართი N2 – ფასების ცხრილი;
- დამართი N3 – HVAC პროექტი.
შემოთავაზებების მიღების წესი:
შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 23 თებერვალს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.
წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები:
- ტენდერის სახელწოდება
- კომპანიის სახელწოდება
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა) . ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 26 თებერვალს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ.ნომრებზე:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
ტელ: 577372939
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები