11 მარტი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT21204 - ტენდერი საფოსტო-საკურიერო მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს საფოსტო-საკურიერო მომსახურების განხორციელების მიზნით.
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ;
ზოგადი პირობები:
- მომსახურე კომპანიას ვალდებულია ჰქონდეს მოქნილი და გამჭვირვალე ელექტრონული პროგრამა, რომელზეც წვდომა ექნება ბანკის თოთოეული ფილიალის/სერვისცენტრის კონკრეტულ თანამშრომელს და შეეძლება ონლაინ გააგზავნოს კორესპონდენცია;
- ელექტრონულ პროგრამაში ასახული ყველა მოქმედება იყოს თვალსაჩინო, ჩანდეს წერილის მოძრაობის სრული ციკლი, თარიღების, ვადების და სხვა დეტალების გათვალისწინებით;
- ელექტრონული პროგრამა მყისიერად უნდა ასახავდეს წერილის ჩაბარება/არ ჩაბარების სტატუსს. პროგრამიდან მარტივად იყოს ამოსაღები ჩაბარება/არ ჩაბარეების დასტურები;
- პროგრამიდან შესაძლებელი უნდა იყოს სტატისტიკური მონაცემის/რეპორტების გადმოტანა;
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება და მომსახურების პირობები შემდეგ საფოსტო მომსახურებებზე:
- ადგილობრივი საფოსტო გზავნილი სახეობების მიხედვით;
- საერთაშორისო საფოსტო გზავნილი სახეობების მიხედვით;
- ჰიბრიდული წერილი
- მცირე პაკეტი სახეობების მიხედვით;
- სტანდარტული და რეგისტრირებული წერილი
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 მარტი, 17:00 საათი.
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადაგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595901200
ტენდერის კატეგორია:
- 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები