ჩაბარების ვადა:

11 მარტი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T21204 - ტენდერი საფოსტო-საკურიერო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს საფოსტო-საკურიერო მომსახურების განხორციელების მიზნით.

ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ; 

ზოგადი პირობები:

  • მომსახურე კომპანიას ვალდებულია ჰქონდეს მოქნილი და გამჭვირვალე ელექტრონული პროგრამა, რომელზეც წვდომა ექნება ბანკის თოთოეული ფილიალის/სერვისცენტრის კონკრეტულ თანამშრომელს და შეეძლება ონლაინ გააგზავნოს კორესპონდენცია;
  • ელექტრონულ პროგრამაში ასახული ყველა მოქმედება იყოს თვალსაჩინო, ჩანდეს წერილის მოძრაობის სრული ციკლი, თარიღების, ვადების და სხვა დეტალების გათვალისწინებით;
  • ელექტრონული პროგრამა მყისიერად უნდა ასახავდეს წერილის ჩაბარება/არ ჩაბარების სტატუსს. პროგრამიდან მარტივად იყოს ამოსაღები ჩაბარება/არ ჩაბარეების დასტურები;
  • პროგრამიდან შესაძლებელი უნდა იყოს სტატისტიკური მონაცემის/რეპორტების გადმოტანა;

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება და მომსახურების პირობები შემდეგ საფოსტო მომსახურებებზე:

  • ადგილობრივი საფოსტო გზავნილი სახეობების მიხედვით;
  • საერთაშორისო საფოსტო გზავნილი სახეობების მიხედვით;
  • ჰიბრიდული წერილი
  • მცირე პაკეტი სახეობების მიხედვით;
  • სტანდარტული და რეგისტრირებული წერილი

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 მარტი, 17:00 საათი.

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადაგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595901200

ტენდერის კატეგორია:

  • 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები