ჩაბარების ვადა:

16 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21280 - ტენდერი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 მარტი 2024 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის შესყიდვასთან დაკავშირებით.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის და/ან სამუშაო ჯგუფის მიმოხილვა
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი, ტექნიკური დოკუმენტაცია.
  • ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს განხორციელების დროსა და პირობებზე;
  • საგარანტიო ვადა
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • უკანასკნელი 1 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციისსაკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.

შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი პროგრამის კლინიკაში დანერგვა, კლინიკის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე.
  • მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
  • მიწოდებული პროგრამა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გადადის მყიდველის საკუთრებაში.
  • პროგრამის დანერგვიდან ტესტირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
  • დამკვეთის მიერ მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღეში.

შენიშვნა:

  • პროგრამის დანერგვა უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12.
  • ფასთა მოკვლევა არ ითვალისწინებს ვაჭრობის რამდენიმე ეტაპს, შესაბამისად, უნდა მიუთითოთ პროგრამის საბოლოო ღირებულება.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

პროგრამამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალის შესახებ ყველა სახის დოკუმენტ მენეჯმენტი, კერძოდ: შემოსული და გასული განცხადებების, მოხსენებითი ბარათების, წერილების, შვებულებების, ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტების პროგრამაში რეგისტრაცია, ვიზირება, დადასტურება, განხილვა კომენტირება, ელექტრონული ხელმოწერა.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის16 მარტი 18:00 საათი;

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დოკუმენტაცია

შეკითხვები