
16 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21280 - ტენდერი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის შესყიდვასთან დაკავშირებით.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის და/ან სამუშაო ჯგუფის მიმოხილვა
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი, ტექნიკური დოკუმენტაცია.
- ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს განხორციელების დროსა და პირობებზე;
- საგარანტიო ვადა
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 1 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციისსაკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი პროგრამის კლინიკაში დანერგვა, კლინიკის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე.
- მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
- მიწოდებული პროგრამა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გადადის მყიდველის საკუთრებაში.
- პროგრამის დანერგვიდან ტესტირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
- დამკვეთის მიერ მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღეში.
შენიშვნა:
- პროგრამის დანერგვა უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12.
- ფასთა მოკვლევა არ ითვალისწინებს ვაჭრობის რამდენიმე ეტაპს, შესაბამისად, უნდა მიუთითოთ პროგრამის საბოლოო ღირებულება.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
პროგრამამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალის შესახებ ყველა სახის დოკუმენტ მენეჯმენტი, კერძოდ: შემოსული და გასული განცხადებების, მოხსენებითი ბარათების, წერილების, შვებულებების, ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტების პროგრამაში რეგისტრაცია, ვიზირება, დადასტურება, განხილვა კომენტირება, ელექტრონული ხელმოწერა.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის16 მარტი 18:00 საათი;
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები