ჩაბარების ვადა:

21 მარტი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T21367 - ტენდერი მრჩეველი კომპანიების შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის/კომპანიების შესარჩევ ტენდერს ბანკის საკუთრებაში არსებული ძირითადი და სარეზერვო მონაცემთა დამუშავების ცენტრის გაგრილების სისტემების ადგილზე შეფასებისა და ამ სისტემების მოწყობა/გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემის მიზნით.

ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ტენდერში შერჩეულ კომპანია/კომპანიებთან შემდგომი  თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულება (დანართი #1).

წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 21 მარტი, 17:00 საათი.

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადაგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა:Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595901200.

ტენდერის კატეგორია:

  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72100000 აპარატურულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები