21 მარტი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT21367 - ტენდერი მრჩეველი კომპანიების შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის/კომპანიების შესარჩევ ტენდერს ბანკის საკუთრებაში არსებული ძირითადი და სარეზერვო მონაცემთა დამუშავების ცენტრის გაგრილების სისტემების ადგილზე შეფასებისა და ამ სისტემების მოწყობა/გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემის მიზნით.
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ტენდერში შერჩეულ კომპანია/კომპანიებთან შემდგომი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულება (დანართი #1).
წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 21 მარტი, 17:00 საათი.
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადაგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა:Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595901200.
ტენდერის კატეგორია:
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72100000 აპარატურულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები