24 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21384 - ტენდერი საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ნივთების შესყიდვასთან დაკავშირებით.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა.
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი, ტექნიკური დოკუმენტაცია.
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე.
- საგარანტიო ვადა.
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
- უკანასკნელი 1 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციისსაკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი პროდუქციის მიწოდება. (იხილეთ დანართი N 1).
- საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. განიხილება საქონლის მიწოდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ყოველთვიურად (ჯამში 12 თვე), მოთხოვნის შესაბამისად.
- დამკვეთს უფლება აქვს ეტაპობრივად გააკეთოს მოთხოვნა საორიენტაციო რაოდენობის გარკვეული ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებით. პროდუქციის ეტაპობრივი მიწოდების შემთხვევაში, დამკვეთი მხარის წარმომადგენელი, ყოველ ჯერზე შემსრულებლის ელ-ფოსტაზე აფიქსირებს ინდივიდუალურ შეკვეთას, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია პროდუქცია მიაწოდოს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში.
- დამკვეთის მიერ მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღეში.
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება მიმწოდებლის ხარჯებით უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12.
- ფასთა მოკვლევა არ ითვალისწინებს ვაჭრობის რამდენიმე ეტაპს, შესაბამისად, უნდა მიუთითოთ საქონლის საბოლოო ღირებულება.
- პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენელს (ტელ:599464130) წარუდგინოს ნიმუშები (1 ეგემპლარი) თითოეულ პოზიციაზე. გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კლინიკის საწყობში და დაედარება მოწოდებულ პროდუქციასთან.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
- შემოთავაზებული ფასი რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა პროდუქცია დამკვეთს მიეწოდება ეტაპობრივად თუ ერთიანად.
- დანართში მოცემული მონაცემები არის საორიენტაციო, შემსყიდველი უფლებას იტოვებს არ აითვისოს სრულად განსაზღვრული ოდენობები.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული, შემოთავაზებული ფასების შესაბამისად.
მახასიათებლების (ზომა, წონა და ა.შ.) ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის წინასწარ იყო ასახული განფასებაში.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 24 მარტი 18:00 საათი.
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოსმითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებას თან დაურთოს საქონელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ არსებულიდოკუმენტები.
საკონტაქტო პირი:
ნიკა წიქრიძე
ტელ: 599464130
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები