ჩაბარების ვადა:

12 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21389 - ტენდერი საფასადე ალუმინის და მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების შესყიდვა/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს საფასადე ალუმინის და მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების შესყიდვა/მონტაჟზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს. ( სამონტაჟო მისამართია ქ.თბილისი, პ.დათუაშვილის ქ.N24). მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების (საორიანტაციოს მოცულობა - 2720 კვ/მ) საორიენტაციო დაწყების თარიღია 2024 წლის ივლისი, დასრულების- 2025 წლის იანვარი; ალუმინის საფასადე სისტემის  (საორიენტაციო მოცულობა 145 კვ/მ) მონტაჟის მაქსიმალური ვადაა 2025 წლის თებერვალი..

თანდართულ ფაილშიგთხოვთიხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:

  • ალუმინის და მეტალოპლასტმასის ნახაზები;
  • მშენებარე ობიექტის ჭრილები;
  • მშენებარე ობიექტის ფასადები;
  • ალუმინის და მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების, მექანიზმების და შუშის სავალდებულო მახასიათებლები /დანართი N1/

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა /პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საბოლოო მიღება-ჩბაარების გაფორმებიდან მინიმუმ 1 წლის განმავლობაში კვირაში არანაკლებ 1 ვიზიტი დამონტაჟებული ვიტრაჟების რეგულირება-შეკეთების მიზნით./.

წინადადების წარდგენის წესი:

  • პროდუქციის დეტალური აღწერა: საქონლის მწარმოებელი ქვეყანა, ზომები, წონები (გრძივი მეტრის პროფილების შემთხვევაში და კვ/მ-ის შუშის შემთხვევაში) მახასიათებლები, ფასი, ხარისხის და კლასის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
  • პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
  • ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
  • შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდაიქნასtenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 12 აპრილი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა:N/A;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია მიიღოს როგორც ალუმინის, ისე მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების ნაწილში მონაწილეობა. გამარჯვებული შეიძლება გამოვლინდეს ცალ-ცალკე მასალის მიხედვით ან ორივე პოზიციაში ერთად.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:


საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: n.porchkhidze@apexd.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 მარტი 2024 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა