12 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T21389 - ტენდერი საფასადე ალუმინის და მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების შესყიდვა/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს საფასადე ალუმინის და მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების შესყიდვა/მონტაჟზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს. ( სამონტაჟო მისამართია ქ.თბილისი, პ.დათუაშვილის ქ.N24). მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების (საორიანტაციოს მოცულობა - 2720 კვ/მ) საორიენტაციო დაწყების თარიღია 2024 წლის ივლისი, დასრულების- 2025 წლის იანვარი; ალუმინის საფასადე სისტემის (საორიენტაციო მოცულობა 145 კვ/მ) მონტაჟის მაქსიმალური ვადაა 2025 წლის თებერვალი..
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:
- ალუმინის და მეტალოპლასტმასის ნახაზები;
- მშენებარე ობიექტის ჭრილები;
- მშენებარე ობიექტის ფასადები;
- ალუმინის და მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების, მექანიზმების და შუშის სავალდებულო მახასიათებლები /დანართი N1/
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა /პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საბოლოო მიღება-ჩბაარების გაფორმებიდან მინიმუმ 1 წლის განმავლობაში კვირაში არანაკლებ 1 ვიზიტი დამონტაჟებული ვიტრაჟების რეგულირება-შეკეთების მიზნით./.
წინადადების წარდგენის წესი:
- პროდუქციის დეტალური აღწერა: საქონლის მწარმოებელი ქვეყანა, ზომები, წონები (გრძივი მეტრის პროფილების შემთხვევაში და კვ/მ-ის შუშის შემთხვევაში) მახასიათებლები, ფასი, ხარისხის და კლასის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
- პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
- შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდაიქნასtenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 12 აპრილი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა:N/A;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია მიიღოს როგორც ალუმინის, ისე მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების ნაწილში მონაწილეობა. გამარჯვებული შეიძლება გამოვლინდეს ცალ-ცალკე მასალის მიხედვით ან ორივე პოზიციაში ერთად.
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: n.porchkhidze@apexd.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები