ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21654 - ფასთა გამოკითხვა მადნის ბუნკერების ასპირაციის სისტემებთან დაკავშირებით საპროექტო გადაწყვეტების შემუშავებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს არ ემ ჯი კოპერ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მადნის ბუნკერების ასპირაციის სისტემებთან დაკავშირებით საპროექტო გადაწყვეტების შემუშავებაზე.

  • ომსახურების საგანი - საპროექტო გადაწყვეტების შემუშავება მადნეულის გამამდიდრებელი ფაბრიკის დამსხვრეული მადნის ბუნკერების ასპირაციის სისტემებთან დაკავშირებით.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 08.04.2024, 18:00 საათი.
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ მომსახურების შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული, ინგლისური ან რუსული.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება, გარდა ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი დოკუმენტებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • სამუშაოების დეტალური განფასება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • მომსახურების განხორციელების ვადები;
  • ინფორმაცია ანალოგიურ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროცედურული საკითხები
ლილე პირველი
LPirveli@richmetalsgroup.com
+995 579 55 20 51

ტექნიკური საკითხები
ალექსეი ნემოკაევი
ANemokaev@richmetalsgroup.com
+ 995 595 89 16 67

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები