ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2024, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21664 - აუქციონი Endpoint Detection and Response solution-ის შესყიდვაზე

აუქციონის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ელექტრონულ რევერსულ აუქციონს Endpoint Detection and Response solution-ის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

Endpoint Security -ის ლიცენზია 1 წლიანი - 6500 იუზერი

ტექნიკური მოთხოვნები:

მონაცემები განთავსებული უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყანაში
Bellow are listed minimum requirements for Endpoint Detection and Response solution:

Deployment type SaaS.
Endpoint count : 6500.
Supported OS types: Windows(client), windows Server, Linux, Mac OS. Minimal data retention period 90 days.

  • Signature based malware protection.
  • Heuristic and behavioral analysis of running processes for malware detection.
  • Monitoring of different types of events. Minimal list of events:
  • Process creation/access 
  • File creation/modification/deletion
  • Network connection
  • DNS query
  • Registry key creation/modification
  • Scheduled tasks creation/modification/deletion o Driver load
  • Ability to open shell on host.
  • Ability to run custom script on host.
  • Threat hunting capabilities:
  • Custom detection rules creation.
  • Host isolation.
  • Vulnerability assessment of operating system with installed applications.
  • Device control.
  • Firewall management.
  • Dashboard/reporting capabilities.

Nice to have requirements are:

  • Implementation support of product.
  • Optional 180 days of retention period or Optional 365 days of retention period.
  • Related product/service that could improve proposal.
  • Ability to dump memory for specific and/or all processes, gather MFT data for file system, gather Web history data.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ფასები უნდა იყოს დაფიქსირებული მომავალი 3 წლის მანძილზე/განახლებისთვის.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო
    პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს
    საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ   ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
     - დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
     - დანართი N2- ფასების ცხრილი
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია: ღირებულება და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. 

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: 5 სამუშაო დღე;
  • მიწოდების ადგილი: თბილისი;
  • სარეკომენდაციო წერილი: შემოთავაზებული პროდუქცია წარმოგენილი უნდა იყოს მწარმოებლის ოფიციალური ხაზით.

დამატებითი ინფორმაცია:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
 - სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
 - უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
 - ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 აპრილი 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
  • ფასის კლების ბიჯი: 1 000 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო პირი:

გიორგი რატიანი
g.ratiani@bog.ge
577 29 28 22

ტექნიკურ კითხვებთან დაკავშირებით:

მათე სოზიაშვილი
598 09 63 91

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'000.00 $