9 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21721 - ტენდერი საოფისე სკამების რესტავრაცია/განახლებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს ოფისის სკამების რესტავრაცია/განახლების თაობაზე.
ტენდერის შესახებ განცხადების მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.
ტენდერის პირობები:
- ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
- კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- წინადადებაში მითითებული ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ტრანსპორტირების ჩათვლით და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ტენდერში წარმოდგენილი ფასები ჩაითვლება საბოლოოდ;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში და პროექტის ფარგლებში თანხების ჩარიცხვა მოხდება სილქ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშსზე;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
დამატებითი ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს თაობაზე:
განახლება გულისხმობს:
- სკამის რბილი დასაჯდომის გამოცვლას;
- სკამის ზედაპირის შეცვლა-შეფუთვას;
კომპანიის მიერ ტენდერში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- დანართი N 1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
- დანართი N2 შევსებული ფასების ცხრილი;
- არანაკლებ 5 (ხუთი) შესრულებული სამუშაოს ფოტომასალა;
- კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:
- მთლიანი სატენდერო ფასი
- კომპანიის ანალოგიური გამოცდილება
შემოთავაზებების მიღების წესი:
- შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 9 აპრილს 18:00 საათამდე.
- მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.
წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე მისათითებელი აუცილებელი მონაცემები:
- ტენდერის სახელწოდება;
- კომპანიის სახელწოდება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).
ამავდროულად , გთხოვთ სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 10 აპრილს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი:
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი:
ელენე მუსხელიშვილი
ტელ: 558750055
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი