ჩაბარების ვადა:

9 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21721 - ტენდერი საოფისე სკამების რესტავრაცია/განახლებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს ოფისის სკამების რესტავრაცია/განახლების თაობაზე.

ტენდერის შესახებ განცხადების მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

ტენდერის პირობები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
  • კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ტრანსპორტირების ჩათვლით და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • ტენდერში წარმოდგენილი ფასები ჩაითვლება საბოლოოდ;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში და პროექტის ფარგლებში თანხების ჩარიცხვა მოხდება სილქ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშსზე;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;

დამატებითი ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს თაობაზე:

განახლება გულისხმობს:

  • სკამის რბილი დასაჯდომის გამოცვლას;
  • სკამის ზედაპირის შეცვლა-შეფუთვას;


კომპანიის მიერ ტენდერში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • დანართი N 1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
  • დანართი N2 შევსებული ფასების ცხრილი;
  • არანაკლებ 5 (ხუთი) შესრულებული სამუშაოს ფოტომასალა;
  • კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);

ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:

  • მთლიანი სატენდერო ფასი
  • კომპანიის ანალოგიური გამოცდილება

შემოთავაზებების მიღების წესი:

  • შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 9 აპრილს 18:00 საათამდე.
  • მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.

წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე მისათითებელი აუცილებელი მონაცემები:

  • ტენდერის სახელწოდება;
  • კომპანიის სახელწოდება;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).

ამავდროულად , გთხოვთ სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 10 აპრილს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი:
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888

ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი:
ელენე მუსხელიშვილი
ტელ: 558750055

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი