30 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21874 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
მომსახურების გაწევის ვადა: მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება.
დაზღვეულთა რაოდენობა: 250+
შპს ჯორჯიან ექსპრესი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევაზე: ჯანმრთელობის დაზღვევა, უბედური შეთხვევისგან დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა, თბილისსა და რეგიონებში.
ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი აუცილებელი პირობები წარმოდგენილ შემოთავაზებებში:
- თანამშრომლების ასაკობრივი ზღვარი - ულიმიტო: დაზღვევას ექვემდებარებიან საოჯახო პაკეტის მეშვეობით - მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად), შვილები 21 წლამდე, მშობლები და და-ძმა (65 წლამდე);
- ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში (დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე) თანამშრომლების (რაოდენობის მიუხედავად) როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო პაკეტში დაზღვეულთა დამატების და გამოკლების შესაძლებლობა;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სადაზღვევო ორი პაკეტი ერთი მინიმალური ღირებულების სადაზღვევო პაკეტი ( 45 ლარიანი ინდივიდუალური (მხოლოდ თანამშრომლის და/ან შვილი 21 წელს ზემოთ დაზღვევა) და 125 ლარიანი საოჯახო (თანამშრომელი + მეუღლე + შვილები (რაოდენობა შეუზღუდავად) და მეორე სადაზღვევო პაკეტი შედარებით მაღალი ღირებულების (100% და 90%-იანი დაფარვით). მოცემული პაკეტის ღირებულება არის შემოსული წინადადებების შედარებებისთვის, შერჩეულ კომპანიებთან ინდივიდუალურად მოხდება დაკავშირება შემდეგი მოლაპარაკებებისთვის.
- საოჯახო დაზღვევის პაკეტის ღირებულება უნდა იყოს ერთი და არ უნდა შეიცვალოს პაკეტში დაზღვეულთა რაოდენობიდან გამომდინარე. საოჯახო პაკეტში დაზღვეულების რაოდენობა შეიძლება იყოს 2 და „+“ პირები. (თანამშრომელი და მეუღლე, ან/და თანამშრომელი, მეუღლე და შვილები (21 წლამდე).
- ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების (მათ შორის ქრონიკული დაავადებები) და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სრულად შევსებული თანდართული Excel-ის დოკუმენტი თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე; იმ შემთხვევაში თუ excel-ის ფაილში ჩამოთვლილ მომსახურების სია არ ასახავს სრულად თქვენ მიერ შემოთავაზების წინადადებას, გთხოვთ დაამატოთ მომსახურება და შესაბამისი პირობები.
- სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები (როგორც პროვაიდერ, ასევე არაპროვაიდერი კლინიკის შემთხვევაში), საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
- გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
- თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია და კლინიკების ჩამონათვალი საქართველოს მაშტაბით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- დაზღვეულისთვის სადაზღვეო პროცედურის დეტალური აღწერა - მომსახურების მიღების სურვილიდან დაწრებული, ანაზღაურების მიღებით დასრულებული.
- გამონაკლისი შემთხვევებისათვის დაზღვევა უნდა მოიცავდეს სპეციალურ სადაზღვევო ფონდს (გთხოვთ მიუთითოთ თანხა)
ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 30 აპრილი 2024 წ. (18:00-მდე)
- სატენდერო წინადადებები მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dhl.ge
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:
ჯორჯიან ექსპრესის HR დეპარტამენტი
შპს ჯორჯიან ექსპრესი
სათავო ოფისი, ა. წერეთლის 105, თბილისი 0119
ტელ.: (+995032) 676060
ელ. ფოსტა: hr@dhl.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები