ჩაბარების ვადა:

9 თებერვალი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2191 - ტენდერი რკინა-ბეტონის ხიმეს შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მასალის: რკინა-ბეტონის ხიმეს შესყიდვაზე. ტენდერის # 03/02-SAQN-P/KHIME-17 

შესასყიდი მასალის სპეციფიკაცია:

  • რკინა-ბეტონის ხიმე დართული ნახაზისა (დანართი N1) და ტექნიკური სპეციფიკაციის (დანართი N2) მიხედვით.
  • წლის განმავლობაში შესასყიდი რაოდენობა - 37,000 ცალი;
     - მიწოდების გრაფიკი, დანართი N3-ის მიხევით.

შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება დანართი № 4 სახით სრულად შევსებული;
    - ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N13;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები;  

წინადადების წარდგენის წესი:
საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია და შევსებული დანართი № 4 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; 

  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: ზვიად ჭანტურიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 33 77 39. 

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 9 თებერვალი, არაუგვიანეს 17:00 საათისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები