ჩაბარების ვადა:

26 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T21914 - ტენდერი ქუთაისში ჭავჭავაძის N141-ში ს/კ 03 04 22 043 მდებარე საქართველოს ბანკის ოფისის ელექტრო-საინსტალაციო სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 19 აპრილი 2024 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 აპრილი 2024 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. განახლებულია დანართი 1.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ქუთაისში ჭავჭავაძის N141-ში ს/კ 03 04 22 043 მდებარე საქართველოს ბანკის ოფისის ელექტრო-საინსტალაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს დანართ N1-ში წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების წარმოება უნდა უზრუნველყოს მშებელ კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

შესრულების ვადა: კონტრაქტის ხელმოწერიდან არაუმეტეს 4 თვე

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება,
  • ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 200 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულებისდამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოებისმიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმშემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას  სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.

პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (გამოცდილება, კლიენტების სია)

პრეტენდენტებმა - “ფასების ცხრილშიუნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ანმარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.

ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საავანსო საბანკო გარანტია და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ღირებულიბის 3% დან 8%-მდე.

შესრულებული  სამუშაოს გარანტია:

აგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან 2 წელი

სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენისშემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/დაარაჯეროვანი შესრულებით, მიმწდოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარიხარჯებით.

ანაზღაურების პირობები:

ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშოების შესაბამისად შესმსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა-2 ების საფუძველზე.

ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:

  • 90% კომერციული ნაწილი/მთლიანი სატენდერო ფასი
  • 10% კომპანიის ანალოგიური გამოცდილება

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 26 აპრილი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე
მობ: 551 462003

ტენდერის კატეგორია:

  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

ვისთან შეიძლება დაზუსტდეს ტექნიკური დეტალები, მაგალითად შემომყვან კაბელზე და დამიწებაზე, რაც არ არის მითითებული პროექტში და უნდა დაზუსტდეს ადგილზე. პროექტში მოცემულ გამანაწილებელ ფარში ჩანს 5X6 და 4X6-ზე კვეთის კაბელები, რომელიც მოცემული არ არის ხარჯთაღრიცხვაში, ასევე პროექტში არ არის მოცემული UPS-ის ადგილმდებარეობა, თუმცა მითითებულია 4X16 კაბელი, რომელიც ასევე საერთოდ არ არის ნახსენები ხარჯთაღრიცხვაში. გვინდა დავაზუსტოთ , ამას სხვა კონტრაქტორი შეასრულებს თუ მოოცემული ტენდერის ნაწილია. როზეტების განაწილების გეგმაზე პირობითი აღნიშვნით კედლებზე მონიშნულია 2-იანი როზეტი, ყველა წერტილში. ეს არის უზუსტობა, თუ ყველა ლოკაციაზე უნდა იყოს 2 ცალი როზეტი. პროექტში არსად არ არის მითითებული 1 ადგილიანი როზეტი. 7-ადგილიანი და 8-ადგილიანი ფურნიტურის ჩარჩოები არ მოიძებნება. გთხოვთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია თუ რომელიმე კონკრეტული ბრენდია ნაგულისხმევი. პროექტში არ არის ინფორმაცია სანათის ტეკნიკური მონაცემების შესახებ - სანათის ნათების ტემპერატურა და ეფექტიანობა (LM/W), არცერთი ტიპის სანათის შემთხვევაში. ხარჯთაღრიცხვაში მოცემული -„ წერტილოვანი ლედ სანათი 20W „ არის არასტანდარტული სიმძლავრე, გთხოვთ მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რომელიმე კონკრეტული ბრენდია/მოდელია ნაგულისხმევი თუ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 18 ან 24 W-იანი მოდელები. პროექტში არ არის მოცემული დაკიდული სანათის დეტალები - მოცულობა, დიზაინი, ბრენდი (საქართველოს ბანკს აქვს თავის სტანდარტი რამდენადაც ვიცით). მითითებული არ არის ლენტური სანათისა და ლენტური სანათის კვების ბლოკის სიმძლავრე. მითითებული არ არის რა ტიპის ავარიული განათება არის მოთხოვნილი (სიმძლავრე, დიზაინი). მითითებული არ არის გასასვლელის - EXIT მაჩვენებელის დიზაინი (უნდა იყოს დაკიდული ტიპის თუ ზედაპირზე სამონტაჟო). მითითებული არ არის ინფორმაცია მორიგე განათების ტექნიკური დეტალების შესახებ - რა ტიპის სანათია, სინათლის სიმძლავრე და დიზაინი. მითითებული არ არის ქსელის აქტიური კომპონენტების ტექნიკური პარამეტრები (როუტერი, სვიჩი, WI-FI და ა.შ.).

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

გამარჯობა, სანათები არის დამკვეთის პოზიცია, თქვენ მხოლოდ უნდა განაფასოთ მონტაჟს ღირებულება. დამიწებაზე და კაბელებზე შეგიძლიათ ტექნიკური კითხები გაიაროთ ბანკის ელექტრიკოსთან გიორგი 577 102 917