8 მაისი 2024, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T21999 - ტენდერი სასერვერო კარადებში შიდა ხანძარქრობის სისტემის შესყიდვა/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სასერვერო კარადებში შიდა ხანძარქრობის სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თაობაზე.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :
- ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF –Manufacturer Authorization Form),
- პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული ინჟინერი, რომელსაც ექნება კომპანია Rittal-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი, მის მიერ წარმოებული ტექნიკის მომსახურებაზე და წარმოადგინოს ამ სერტიფიკატის ასლი.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული მონაცემთა ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურის აგების/განახლების მინიმუმ სამი პროექტის ჩამონათვალი, რომლებიც რეალიზებულია იმ მწარმოებლების პროდუქციით, რომლთა პროდუქტები არის შემოთავაზებული პრეტენდენტის მიერ მოცემულ ტენდერზე;
- პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სერტიფიკატების ასლები: ISO9001, ISO14001
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
- პროდუქტის შესახებ დეტალური ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა (ტექნიკური დავალების მიხედვით)
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
აუცილებელი პირობა :
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია .
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 მაისის 18:00 სთ-მდე
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
დიანა კოკოლიშვილი
ელ.ფოსტია: diana.kokolishvili@terabank.ge
ტელ: 255 00 00 / (შიდა 2008)
მობ: 599547702
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი