ჩაბარების ვადა:

8 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T21999 - ტენდერი სასერვერო კარადებში შიდა ხანძარქრობის სისტემის შესყიდვა/მონტაჟზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სასერვერო კარადებში შიდა ხანძარქრობის სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თაობაზე.  

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

  • ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF –Manufacturer Authorization Form),
  • პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული ინჟინერი, რომელსაც ექნება კომპანია Rittal-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი, მის მიერ წარმოებული ტექნიკის მომსახურებაზე და წარმოადგინოს ამ სერტიფიკატის ასლი.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული მონაცემთა ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურის აგების/განახლების მინიმუმ სამი პროექტის ჩამონათვალი, რომლებიც რეალიზებულია იმ მწარმოებლების პროდუქციით, რომლთა პროდუქტები არის შემოთავაზებული პრეტენდენტის მიერ მოცემულ ტენდერზე;
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სერტიფიკატების ასლები: ISO9001, ISO14001

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
  • პროდუქტის შესახებ დეტალური ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა (ტექნიკური დავალების მიხედვით)
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
  • კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

აუცილებელი პირობა :

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
  • სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია .

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 მაისის 18:00 სთ-მდე
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

დიანა კოკოლიშვილი
ელ.ფოსტია: diana.kokolishvili@terabank.ge
ტელ: 255 00 00 / (შიდა 2008)
მობ: 599547702 

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 აპრილი 2024 დრო 12:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა