23 მაისი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT22247 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია აზრი, მის კორპორაციაში შემავალ კომპანიათა ჯგუფით, აცხადებს ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერს.
კომპანია აზრის კორპორაციაში შემავალი კომპანიების ჩამონათვალი, თანამშრომელთა მითითებით:
- შპს აზრი ს/კ 204452662, - 50 თანამშრომელი
- შპს აზრი გლობალ ს/კ 402190972 - 15 თანამშრომელი
- შპს ქართული მიკროელექტრონიკა ს/კ 404874739 - 16 თანამშრომელი
- შპს iPOS ს/კ 206220551 - 6 თანამშრომელი
- შპს ინტერფეი ს/კ 402180698 - 17 თანამშრომელი
- შპს რემაქსი ს/კ 402034829 - 1 თანამშრომელი
- შპს პრაიმ სერვისი ს/კ- 11 თანამშრომელი
- დასაზღვევ პირთა ჯამური ოდენობა ამჟამად შეადგენს 116-ს. (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა).
კომპანიაში ამ დროისთვის დასაქმებულთა სრული რაოდენობა შეადგენს 117 ადამიანს.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე office@azry.com უნდა ატვირთოს სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარი დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ძირითადი სადაზღვევო პირობები (დანართი 1);
- ძირითადი მოთხოვნები (დანართი 2);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 3);
- ძირითადი სადაზღვევო პირობების შესავსები ცხრილი (დანართი 4)
- ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
- პროვაიდერების სია ;
- დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზებები, მათი არსებობის შემთხვევაში;შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს კომპანიას რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე კომპანია იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
თანდართული დოკუმენტაცია:
- დანართი 1: ძირითადი სადაზღვევო პირობები;
- დანართი 2: ძირითადი მოთხოვნები
- დანართი 3: საბანკო რეკვიზიტები
- დანართი 4 ძირითადი სადაზღვევო პირობების შესავსები ცხრილი
სატენდერო წინადადების მიღების ვადა: 2024 წლის 23 მაისი, 18:00 საათი
საკონტაქტო ინფორმაცია:
577 43 96 96
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები