ჩაბარების ვადა:

23 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22247 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია აზრი, მის კორპორაციაში შემავალ კომპანიათა ჯგუფით, აცხადებს ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერს.

კომპანია აზრის კორპორაციაში შემავალი კომპანიების ჩამონათვალი, თანამშრომელთა მითითებით:

  • შპს აზრი ს/კ 204452662, - 50 თანამშრომელი
  • შპს აზრი გლობალ ს/კ 402190972 - 15 თანამშრომელი
  • შპს ქართული მიკროელექტრონიკა ს/კ 404874739 - 16 თანამშრომელი
  • შპს iPOS ს/კ 206220551 - 6 თანამშრომელი
  • შპს ინტერფეი ს/კ 402180698 - 17 თანამშრომელი
  • შპს რემაქსი ს/კ 402034829 - 1 თანამშრომელი
  • შპს პრაიმ სერვისი ს/კ- 11 თანამშრომელი
  • დასაზღვევ პირთა ჯამური ოდენობა ამჟამად შეადგენს 116-ს. (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა).

კომპანიაში ამ დროისთვის დასაქმებულთა სრული რაოდენობა შეადგენს 117 ადამიანს.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე office@azry.com უნდა ატვირთოს სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარი დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ძირითადი სადაზღვევო პირობები (დანართი 1); 
  • ძირითადი მოთხოვნები (დანართი 2);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 3);
  • ძირითადი სადაზღვევო პირობების შესავსები ცხრილი (დანართი 4)
  • ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
  • როვაიდერების სია ;
  • დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზებები, მათი არსებობის შემთხვევაში;შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს კომპანიას რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე კომპანია იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

თანდართული დოკუმენტაცია:

  • დანართი 1: ძირითადი სადაზღვევო პირობები;
  • დანართი 2: ძირითადი მოთხოვნები
  • დანართი 3: საბანკო რეკვიზიტები
  • დანართი 4 ძირითადი სადაზღვევო პირობების შესავსები ცხრილი

სატენდერო წინადადების მიღების ვადა: 2024 წლის 23 მაისი, 18:00 საათი

საკონტაქტო ინფორმაცია:
577 43 96 96

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები