
ჩაბარების ვადა:
3 ივნისი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT22276 - ტენდერი სარეკლამო აბრისა და მანათობელი ყუთის (Lightbox) დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრისა და მანათობელი ყუთის (Lightbox)დამზადება/მონტაჟზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
- დამატებით ექსელის ცხრილში (დანართი N1) მოცემულია სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის მასალები, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება, ფასები უნდა შეიცავდეს მონტაჟის ღირებულებას, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის და ტრანსპორტირების ხარჯს თბილისსა და მის შემოგარენში;
- ასევე, თანდართულია ფაილი (დანართი N2), სადაც მითითებულია სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის სპეციფიკაციები;
- სურათებზე (დანართი N2) მითითებული არის სტანდარტული ზომები (აბრის ესკიზის მიხედვით, შეიძლება დაკორექტირდეს ზომები )
- აბრები და ლაითბოქსი დასამზადებელია საქართველოს მასშტაბით, წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ობიექტისთვის.
- ძველი სარეკმალო აბრის შეცვლის შემთხვევაში, დემონტაჟის ღირებულება უნდა იყოს უფასო;
- ესკიზის მოწოდების შემდეგ, კომპანია ვალდებულია სამუშაოების შესრულებამდე ადგილზე ნახოს ობიექტი, შეაფასოს სირთულე და გადაამოწმოს ზომები;
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში.
დამატებითი მოთხოვნები:
- მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მასალის ნიმუშები ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში, გამარჯვების შემთხვევაში, საცდელად უნდა დაამზადონ ჩვენს მიერ შერჩეული ერთ-ერთი ობიექტის აბრის ესკიზის მიხედვით ნიმუში.
- სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის საგარანტიო ვადა უნდა განისაზღვროს 2 წლის ვადით.
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 17 მაისიდან 2024 წლის 3 ივნისის ჩათვლით.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
Mariam.Kuliashvili@orinabiji.ge
ტელ : 511 33 39 05
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები