ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22276 - ტენდერი სარეკლამო აბრისა და მანათობელი ყუთის (Lightbox) დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრისა და მანათობელი ყუთის (Lightbox)დამზადება/მონტაჟზე.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
  • დამატებით ექსელის ცხრილში (დანართი N1) მოცემულია სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის მასალები, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება, ფასები უნდა შეიცავდეს მონტაჟის ღირებულებას, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის და ტრანსპორტირების ხარჯს თბილისსა და მის შემოგარენში;
  • ასევე, თანდართულია ფაილი (დანართი N2), სადაც მითითებულია სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის სპეციფიკაციები;
  • სურათებზე (დანართი N2) მითითებული არის სტანდარტული ზომები (აბრის ესკიზის მიხედვით, შეიძლება დაკორექტირდეს ზომები )
  • აბრები და ლაითბოქსი დასამზადებელია საქართველოს მასშტაბით, წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ობიექტისთვის.
  • ძველი სარეკმალო აბრის შეცვლის შემთხვევაში, დემონტაჟის ღირებულება უნდა იყოს უფასო;
  • ესკიზის მოწოდების შემდეგ, კომპანია ვალდებულია სამუშაოების შესრულებამდე ადგილზე ნახოს ობიექტი, შეაფასოს სირთულე და გადაამოწმოს ზომები;
  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მასალის ნიმუშები ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში, გამარჯვების შემთხვევაში, საცდელად უნდა დაამზადონ ჩვენს მიერ შერჩეული ერთ-ერთი ობიექტის აბრის ესკიზის მიხედვით ნიმუში.
  • სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის საგარანტიო ვადა უნდა განისაზღვროს 2 წლის ვადით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024  წლის  17 მაისიდან 2024 წლის 3 ივნისის ჩათვლით.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
Mariam.Kuliashvili@orinabiji.ge
ტელ : 511 33 39 05 

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები