
ჩაბარების ვადა:
30 მაისი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT22299 - ტენდერი ლიცენზიების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ლიზენციების შესყიდვაზე.
# | საქონლის დასახელება/აღწერა | წლიური რაოდენობა | ერთეულის ფასი (დღგ -ს ჩათვლით) | ჯამური ფასი (დღგ - ს ჩათვლით) |
1 | Microsoft 365 Business Standart | 147 | ||
2 | Power BI Pro | 64 | ||
3 | Visio Online Plan 2 | 20 | ||
4 | Exchange online Plan2 | 4 | ||
5 | Power BI Premium Per User | 6 | ||
6 | Microsoft 365 Business Basic | 33 | ||
7 | Microsoft Teams Essentials | 30 |
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- პრეტენდენტებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადსტურებელი დოკუმენტი მწარმოებლისგან.
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას;
- მოწოდების ვადა: 5 დღე
- გადახდის პირობა: მიწოდებიდან 30 დღე
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის განახლება ხდება მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარე წლის ივნისში.
- პროდუქციის ყიდვისას არ უნდა იყოს შეზღუდვა რაოდენობაზე;
- პროდუქციის ყიდვა მოხდება თვეების მიხედვით, განახლების ერთი კონკრეტული თარიღის მიხედვით;
- ფასი უნდა იყოს ფიქსირებული 1 წლის ვადით.
ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 20 მაისიდან - 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge , ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41.
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
რეკვიზიტები:
საკონტაქტო პირი: ამირანი ჯინიუზაშვილი
ტელეფონი: +995 577 41 79 67
E-mail: Amirani.jiniuzashvili@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები