ჩაბარების ვადა:

30 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22299 - ტენდერი ლიცენზიების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ლიზენციების შესყიდვაზე.

# საქონლის დასახელება/აღწერა წლიური რაოდენობა ერთეულის ფასი (დღგ -ს ჩათვლით) ჯამური ფასი (დღგ - ს ჩათვლით)
1 Microsoft 365 Business Standart 147    
2 Power BI Pro 64    
3 Visio Online Plan 2 20    
4 Exchange online Plan2 4    
5 Power BI Premium Per User 6    
6 Microsoft 365 Business Basic 33    
7 Microsoft Teams Essentials 30    


ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი
  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • პრეტენდენტებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადსტურებელი დოკუმენტი მწარმოებლისგან.
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას;
  • მოწოდების ვადა: 5 დღე
  • გადახდის პირობა: მიწოდებიდან 30 დღე

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროდუქციის განახლება ხდება მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარე წლის ივნისში.
  • პროდუქციის ყიდვისას არ უნდა იყოს შეზღუდვა რაოდენობაზე;
  • პროდუქციის ყიდვა მოხდება თვეების მიხედვით, განახლების ერთი კონკრეტული თარიღის მიხედვით;
  • ფასი უნდა იყოს ფიქსირებული 1 წლის ვადით.

ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 20 მაისიდან - 2024 წლის 30 მაისის  ჩათვლით.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge , ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

რეკვიზიტები:
საკონტაქტო პირი: ამირანი ჯინიუზაშვილი
ტელეფონი: +995 577 41 79 67
E-mail: 
Amirani.jiniuzashvili@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები

დოკუმენტაცია