ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T22733 - ტენდერი ტერიტორიის შემოღობვით სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია “ აცხადებს ტენდერს ტერიტორიის შემოღობვით სამუშაოებზე (#12/06-GIEC/S/Fence-24).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასყიდი მასალების ფასების ჩამონათვალი;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

მისამართი: 

  • გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი სკრა
  • საკადასტრო კოდი: 66.59.01.175

ტექნიკური ინფორმაცია:

არსებული ტერიტორიის პერიმეტრი არის: 868 მეტრი 

  • ღობის სიმაღლე 1800-2000მმ

მაგალითისთვის იხილეთ ბმული: https://zsk.kiev.ua/product/154-10_09/category_pathway-444

  • ღობის თავზე დასამაგრებელი მავთულხლართი

მაგალითისთვის იხილეთ ბმული: https://zsk.kiev.ua/product/755-spiral-akl/category_pathway-327

  • ჭიშკარი ორფრთიანი

მაგალითისთვის იხილეთ ბმული: https://zsk.kiev.ua/product/267-vorota-iz-setki-kiev/category_pathway-332

  • კარები

მაგალითისთვის იხილეთ ბმული: https://zsk.kiev.ua/product/267-vorota-iz-setki-kiev/category_pathway-332

ტერიტორიის მიმდებარედ უნდა მოეწყოს 3.5 მეტრიანი სიმაღლის 4 ბოძი. 

სამუშაოების შესრულების ვადა:

დაწყება -  01.07.2024
დასრულება - 10.07.2024

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #2/ კონსტანტინე გამსახურდიას #34. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება -შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია “ აცხადებს ტენდერს ტერიტორიის შემოღობვით სამუშაოებზე  და ნომერი - #12/06-GIEC/S/Fence-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამაზ ყვავილაშვილი; ტელ: 595 33 44 95 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 21 ივნისი, 17:00 სთ;

შეთავაზების ვალუტა: ლარი

შენიშვნა: სატენდერო წინადადება  აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს მონტაჟით.

შესასყიდი მასალის სპეციფიკაციებთან და სხვა ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ანდრეი ჩერკაშენი 
ტელ: 595 18 41 55  

თამაზ ყვავილაშვილი
ტელ: 595 33 44 95

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები