
21 ივნისი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT22733 - ტენდერი ტერიტორიის შემოღობვით სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია “ აცხადებს ტენდერს ტერიტორიის შემოღობვით სამუშაოებზე (#12/06-GIEC/S/Fence-24).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასყიდი მასალების ფასების ჩამონათვალი;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
მისამართი:
- გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი სკრა
- საკადასტრო კოდი: 66.59.01.175
ტექნიკური ინფორმაცია:
არსებული ტერიტორიის პერიმეტრი არის: 868 მეტრი
- ღობის სიმაღლე 1800-2000მმ
მაგალითისთვის იხილეთ ბმული: https://zsk.kiev.ua/product/154-10_09/category_pathway-444
- ღობის თავზე დასამაგრებელი მავთულხლართი
მაგალითისთვის იხილეთ ბმული: https://zsk.kiev.ua/product/755-spiral-akl/category_pathway-327
- ჭიშკარი ორფრთიანი
მაგალითისთვის იხილეთ ბმული: https://zsk.kiev.ua/product/267-vorota-iz-setki-kiev/category_pathway-332
- კარები
მაგალითისთვის იხილეთ ბმული: https://zsk.kiev.ua/product/267-vorota-iz-setki-kiev/category_pathway-332
ტერიტორიის მიმდებარედ უნდა მოეწყოს 3.5 მეტრიანი სიმაღლის 4 ბოძი.
სამუშაოების შესრულების ვადა:
დაწყება - 01.07.2024
დასრულება - 10.07.2024
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #2/ კონსტანტინე გამსახურდიას #34. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება -შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია “ აცხადებს ტენდერს ტერიტორიის შემოღობვით სამუშაოებზე და ნომერი - #12/06-GIEC/S/Fence-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამაზ ყვავილაშვილი; ტელ: 595 33 44 95
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 21 ივნისი, 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი
შენიშვნა: სატენდერო წინადადება აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს მონტაჟით.
შესასყიდი მასალის სპეციფიკაციებთან და სხვა ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ანდრეი ჩერკაშენი
ტელ: 595 18 41 55
თამაზ ყვავილაშვილი
ტელ: 595 33 44 95
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები