
25 ივნისი 2024, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT22802 - ტენდერი გენერატორის შესყიდვაზე (18/06-Tifliscity-P-24)
ტენდერის აღწერილობა:
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:
დიზელ გენერატორი - 1 ცალი
- მაქსიმალური სიმძლავრე — 550 კვა / 440 კვტ
- ნომინალური სიმძლავრე — 500 კვა / 400 კვტ
- ძაბვა 3*400/230ვ
- სიხშირე 50 ჰერცი
- ავტომატური გაშვების „ავეერის“ სისტემით
- გადატვირთვისგან დაცვის რეჟიმი
- დახურული ტიპის (გარე მონტაჟის)
- ავზის მოცულობა არანაკლებ 800 ლიტრი
- უნდა გააჩნდეს ხმის დამხშობი მაყუჩი
მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #47
მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 კვირა
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით/
შენიშვნა:
დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ტრანსპორტირების ხარჯს მიწოდების ადგილამდე;
- მონტაჟის ხარჯს;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გარანტიის შესახებ;
- ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინგლისურ ენაზე
- ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებლისა და შესაბამისობის სერტიფიკატების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის მიწოდების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
შენიშვნა:
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 18/06-Tifliscity-P-24;
წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის N2. და ელექტრონული ვერსიის სახით, ელ. ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 25 ივნისი, 15:00 საათი
საკონტაქტო პირი:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ბერიძე
საკონტაქტო ნომერი
599 251 199
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები