ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22920 - ტენდერი სპეციალური იატაკის მოწყობასა და STULZ-ის ბრენდის პრეციზიული კონდიციონერის მიწოდება/მონტაჟზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 1 ივლისი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს მონაცემთა დამუშავების ცენტრში სპეციალური/შემაღლებული იატაკის მოწყობასა და STULZ-ის ბრენდის პრეციზიული კონდიციონერის მიწოდება/მონტაჟზე, ფასების ცხრილის  (დანართი #1) და განცხადებაში წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის შესაბამისად;

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილ სრულ სამუშაოებზე როგორც იატაკის მოწყობა ასევე კონდიციონერის მოწოდება/მონტაჟი.

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

საქონლის მოწოდება და მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ო.ხიზანიშვილის ქუჩა (გლდანი);

შენიშვნა: საქონლის მიწოდება და მომსახურება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;

5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

6. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ სატენდერო მოთხოვნებს: იხ.თანდართული დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 ივლისი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
 

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა