9 ივლისი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T22920 - ტენდერი სპეციალური იატაკის მოწყობასა და STULZ-ის ბრენდის პრეციზიული კონდიციონერის მიწოდება/მონტაჟზე
            
        
        - გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 1 ივლისი 2024 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 9 ივლისი 2024 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს მონაცემთა დამუშავების ცენტრში სპეციალური/შემაღლებული იატაკის მოწყობასა და STULZ-ის ბრენდის პრეციზიული კონდიციონერის მიწოდება/მონტაჟზე, ფასების ცხრილის (დანართი #1) და განცხადებაში წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის შესაბამისად;
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილ სრულ სამუშაოებზე როგორც იატაკის მოწყობა ასევე კონდიციონერის მოწოდება/მონტაჟი.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
 - კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
 - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
 - ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
 - ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
 
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
 
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მოწოდება და მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ო.ხიზანიშვილის ქუჩა (გლდანი);
შენიშვნა: საქონლის მიწოდება და მომსახურება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
 - ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
 - ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
 
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
 - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
 
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ სატენდერო მოთხოვნებს: იხ.თანდართული დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 ივლისი, 17:00 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: 
შესყიდვების მენეჯერი 
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00 
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები