
29 ივლისი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23195 - ტენდერი სათავო ოფისის მწვანე საფარის მოვლის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ,,საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს სათავო ოფისის მწვანე საფარის მოვლის მომსახურების შესყიდვის შესახებ.
1. ზოგადი ინფორმაცია / მომსახურების ჩამონათვალი:
შემსყიდველი საჭიროებს თბილისში, ბანკის სათავო ოფისის (მის: ი.გაგარინის 29ა) ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარისა და მცენარეების მოვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის მომსახურების შესყიდვას, კერძოდ:
- ტერიტორიის გათიბვა (შესაბამისი ტექნიკით) ბალახის შეგროვება/გატანა: გაზაფხული/ზაფხული არაუმეტეს 2 ჯერ კვირაში; შემოდგომა/ზამთარი არაუმეტეს ერთხელ კვირაში.
- გაზონის დამუშავება სასუქით (აზოტი)
- ტერიტორიების სარეველებისგან გასუფთავება ყოველკვირეულად; ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ჰერბიციდით შეწამლვა საკუთარი ხარჯებით.
- საჭირო უბნების დამატებით მორწყვა.
- საჭირო უბნების მოფოცხვა.
- მცენარეების სხვლა, ფორმირება, მოვლა – გამხმარი ფოთლების/ტოტების მოჭრა/ მოცილება, მცენარის მთლიანი იერსახის შენარჩუნებით.
- მცენარეების გარშემო ნიადაგის შემობარვა (საჭიროების შემთხვევაში) წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხული-შემოდგომა
- განოყიერება – მცენარეების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მათი უზრუნველყოფა შესაბამისი სასუქით და მცენარეული საკვებით საკუთარი ხარჯებით წელიწადში 2-ჯერ.
- გამწვანების ზონების და ნარგავების მონიტორინგი კვალიფიციური პირის მიერ, ყოველკვირეულად
- მცენარეების კონტროლი დაავადებებზე, საჭიროებისას შეწამლვა/დამუშავება საკუთარი ხარჯებით.
- სარწყავი სისტემის ყოველკვირეული კონტროლი/მოწესრიგება: მორწყვის სისტემის/გრაფიკის/სპრინკლერების დაფარვის ზონების დარეგულირება ბალახის/მცენარეების სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებით.
მომსახურების შესრულებით დაინტერესებულ პირებმა უნდა დაგეგმონ ვიზიტი, იმისთვის რომ თავადვე მოახდინონ ტერიტორიის დათვალიერება და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და სირთულის შეფასება.
მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგ დანართებს:
- დანართი N1 _ ტერიტორიის კვადრატულობა ზონების მიხედვით
- დანართი N2 _ ფოტოსურათების არქივი ზონების მიხედვით
საკონტრაქტო ვადა: 1 წელი, ავტომატურად 1 წლით გაგრძელების პირობით.
2. კონტრაქტორის ვალდებულებები:
კონტრაქტორი ვალდებულია:
- მომსახურება განახორციელოს ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, ბანკისთვის არასამუშაო საათებში/დღეებში:
- ბანკის სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 - მომსახურება განახორციელოს საკუთარი ინვენტარით/ხელსაწყოებით.
- უზრუნველყოს მოვლის პერიოდში გამხმარი მცენარის ჩანაცვლება იგივე სახეობის, ზომის მცენარით საკუთარი ხარჯებით.
- უზრუნველყოს მოვლის/თიბვის დროს დაზიანებული სარწყავი სისტემის სპრინკლერების შეკეთება საკუთარი ხარჯებით.
- უზრუნველყოს, სარწყავი სისტემის ექსპლუატაცია და საჭიროების შემთხვევაში სარწყავი სისტემის ქსელის განვითარება (ახალი სისტემის მოწყობა; წერტილების დამატება; სარწყავის ან/და წვეთოვანი სისტემის დაგრძელება და ა.შ. ), რომლის ანაზღაურებას ბანკი უზრუნველყოფს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
- არსებული ხეების, მცენარეების მოჭრა/გადაბელვა/გასხვლა ან/და რაიმე სხვა სახის ინტერვენცია განახორეციელოს ბანკის მხრიდან მოთხოვნის ან/და თანხმობის საფუძველზე.
- უზრუნველყოს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქის უსაფრთხოდ გამოყენება.
- დაიცვას მცენარეთა დაცვის საშუალებების, სამუშაო იარაღისა და აალებადი ნივთიერებების შენახვის ნორმები.
- დაიცვას სანიტარული ნორმები.
- პროგნოზირებად, მაგრამ ცვალებად სამუშაო გარემოში ახორციელოს თვითმენეჯმენტი. მართოს საკუთარი და მასზე დაქვემდებარებული პირების საქმიანობა.
- აიღოს პასუხისმგებლობა გარე გამწვანების შეფასებასა და გაუმჯობესებაზე კლიმატურ პირობებს გათვალისწინებით, კვალიფიციური რეკომენდაციების გაცემის სახით.- უზრუნველყოს საბაღე ტექნიკისა და ინსტრუმენტების გამართულობა და უსაფრთხოება.
გარდა ეზოს მოვლის სტანდარტული მომსახურებისა, ბანკს წლის განმავლობაში აქვს საჭიროება მიიღოს დამატებითი მომსახურებები. გთხოვთ განფასება წარმოადგინოთ დანართი 3-ის მიხედვით.
3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავსი მომსახურების შესაბამისი მასშტაბებით შესრულების გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე - მინიმუმ 3 წელი.
- მომსახურების დაწყების შესაძლებლობა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.
4. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ფინანსური წინადადება
- ფინანსური წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველთვიური ფიქსირებული საფასურის მითითებით, რომელიც უნდა მოიცავდეს მომსახურების პირობებში გათვალისწინებულ ყველა მომსახურების შესრულებას.
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ანგარიშსწორება განხორციელდება ორმხრივად ხელმოწერილი მ/ჩ აქტის საფუძველზე თვეში ერთხელ. - ფინანსური წინადადება დამატებით მომსახურებებზე (დანართი 3)
- წლის განმავლობაში შესაძლო დამატებითი მომსახურებების ტარიფები უნდა წარმოადგინოთ დანართი 3-ის საშუალებით. აღნიშნული ტარიფი ფიქსირებული უნდა იყოს საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაშ - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა, დასაქმებულთა რაოდენობა და კვალიფიკაცია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
- კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, კერძოდ:
- ორგანიზაციის დასახელება / ს.კ
- მისამართი
- ხელმძღვანელის სახელი და გვარი
- ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- საკონტაქტო ტელეფონი / ელ. ფოსტის მისამართი
- ვებ-გვერდი - სარეკომენდაციო წერილი - მინიმუმ 2
5. დამატებითი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
6.შეფასების კრიტერიუმები:
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
- ფინანსური წინადადება 70%
- კომპანიის გამოცდილება 30%
ბანკი იტოვებს უფლებას, სატენდერო პროცედურის დასრულების შემდგომ, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 ივლისი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო პირი:
ხატია ითიურიძე
599 39 00 44
khitiuridze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება