ჩაბარების ვადა:

29 ივლისი 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23195 - ტენდერი სათავო ოფისის მწვანე საფარის მოვლის მომსახურების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 22 ივლისი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ,,საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს სათავო ოფისის მწვანე საფარის მოვლის მომსახურების შესყიდვის შესახებ.

1. ზოგადი ინფორმაცია / მომსახურების ჩამონათვალი:

შემსყიდველი საჭიროებს თბილისში, ბანკის სათავო ოფისის (მის: ი.გაგარინის 29ა) ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარისა და მცენარეების მოვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის მომსახურების შესყიდვას, კერძოდ:

  • ტერიტორიის გათიბვა (შესაბამისი ტექნიკით) ბალახის შეგროვება/გატანა: გაზაფხული/ზაფხული არაუმეტეს 2 ჯერ კვირაში; შემოდგომა/ზამთარი არაუმეტეს ერთხელ კვირაში.
  • გაზონის დამუშავება სასუქით (აზოტი)
  • ტერიტორიების სარეველებისგან გასუფთავება ყოველკვირეულად; ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ჰერბიციდით შეწამლვა საკუთარი ხარჯებით.
  • საჭირო უბნების დამატებით მორწყვა.
  • საჭირო უბნების მოფოცხვა.
  • მცენარეების სხვლა, ფორმირება, მოვლა – გამხმარი ფოთლების/ტოტების მოჭრა/ მოცილება, მცენარის მთლიანი იერსახის შენარჩუნებით.
  • მცენარეების გარშემო ნიადაგის შემობარვა (საჭიროების შემთხვევაში) წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხული-შემოდგომა
  • განოყიერება – მცენარეების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მათი უზრუნველყოფა შესაბამისი სასუქით და მცენარეული საკვებით საკუთარი ხარჯებით წელიწადში 2-ჯერ.
  • გამწვანების ზონების და ნარგავების მონიტორინგი კვალიფიციური პირის მიერ, ყოველკვირეულად
  • მცენარეების კონტროლი დაავადებებზე, საჭიროებისას შეწამლვა/დამუშავება საკუთარი ხარჯებით.
  • სარწყავი სისტემის ყოველკვირეული კონტროლი/მოწესრიგება: მორწყვის სისტემის/გრაფიკის/სპრინკლერების დაფარვის ზონების დარეგულირება ბალახის/მცენარეების სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებით.

მომსახურების შესრულებით დაინტერესებულ პირებმა უნდა დაგეგმონ ვიზიტი, იმისთვის რომ თავადვე მოახდინონ ტერიტორიის დათვალიერება და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და სირთულის შეფასება.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგ დანართებს:

  • დანართი N1 _ ტერიტორიის კვადრატულობა ზონების მიხედვით
  • დანართი N2 _ ფოტოსურათების არქივი ზონების მიხედვით

საკონტრაქტო ვადა: 1 წელი, ავტომატურად 1 წლით გაგრძელების პირობით.

2. კონტრაქტორის ვალდებულებები:

კონტრაქტორი ვალდებულია:

  • მომსახურება განახორციელოს ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, ბანკისთვის არასამუშაო საათებში/დღეებში:
     - ბანკის სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00
  • მომსახურება განახორციელოს საკუთარი ინვენტარით/ხელსაწყოებით.
  • უზრუნველყოს მოვლის პერიოდში გამხმარი მცენარის ჩანაცვლება იგივე სახეობის, ზომის მცენარით საკუთარი ხარჯებით.
  • უზრუნველყოს მოვლის/თიბვის დროს დაზიანებული სარწყავი სისტემის სპრინკლერების შეკეთება საკუთარი ხარჯებით.
  • უზრუნველყოს, სარწყავი სისტემის ექსპლუატაცია და საჭიროების შემთხვევაში სარწყავი სისტემის ქსელის განვითარება (ახალი სისტემის მოწყობა; წერტილების დამატება; სარწყავის ან/და წვეთოვანი სისტემის დაგრძელება და ა.შ. ), რომლის ანაზღაურებას ბანკი უზრუნველყოფს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
  • არსებული ხეების, მცენარეების მოჭრა/გადაბელვა/გასხვლა ან/და რაიმე სხვა სახის ინტერვენცია განახორეციელოს ბანკის მხრიდან მოთხოვნის ან/და თანხმობის საფუძველზე.
  • უზრუნველყოს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქის უსაფრთხოდ გამოყენება.
  • დაიცვას მცენარეთა დაცვის საშუალებების, სამუშაო იარაღისა და აალებადი ნივთიერებების შენახვის ნორმები.
  • დაიცვას სანიტარული ნორმები.
  • პროგნოზირებად, მაგრამ ცვალებად სამუშაო გარემოში ახორციელოს თვითმენეჯმენტი. მართოს საკუთარი და მასზე დაქვემდებარებული პირების საქმიანობა.
  • აიღოს პასუხისმგებლობა გარე გამწვანების შეფასებასა და გაუმჯობესებაზე კლიმატურ პირობებს გათვალისწინებით, კვალიფიციური რეკომენდაციების გაცემის სახით.- უზრუნველყოს საბაღე ტექნიკისა და ინსტრუმენტების გამართულობა და უსაფრთხოება.

გარდა ეზოს მოვლის სტანდარტული მომსახურებისა, ბანკს წლის განმავლობაში აქვს საჭიროება მიიღოს დამატებითი მომსახურებები. გთხოვთ განფასება წარმოადგინოთ დანართი 3-ის მიხედვით.

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავსი მომსახურების შესაბამისი მასშტაბებით შესრულების გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე - მინიმუმ 3 წელი.
  • მომსახურების დაწყების შესაძლებლობა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.

4. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფინანსური წინადადება
    - ფინანსური წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველთვიური ფიქსირებული საფასურის მითითებით, რომელიც უნდა მოიცავდეს მომსახურების პირობებში გათვალისწინებულ ყველა მომსახურების შესრულებას.
    - წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს
    - ანგარიშსწორება განხორციელდება ორმხრივად ხელმოწერილი მ/ჩ აქტის საფუძველზე თვეში ერთხელ.
  •  ფინანსური წინადადება დამატებით მომსახურებებზე (დანართი 3)
    - წლის განმავლობაში შესაძლო დამატებითი მომსახურებების ტარიფები უნდა წარმოადგინოთ დანართი 3-ის საშუალებით. აღნიშნული ტარიფი ფიქსირებული უნდა იყოს საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაშ
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა, დასაქმებულთა რაოდენობა და კვალიფიკაცია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, კერძოდ: 
    - ორგანიზაციის დასახელება / ს.კ
    - მისამართი
    - ხელმძღვანელის სახელი და გვარი
    - ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი
    - საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
    - საკონტაქტო ტელეფონი / ელ. ფოსტის მისამართი
    - ვებ-გვერდი
  •  სარეკომენდაციო წერილი - მინიმუმ 2  

5. დამატებითი ინფორმაცია: 

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

6.შეფასების კრიტერიუმები:

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  •  ფინანსური წინადადება 70%
  •  კომპანიის გამოცდილება 30% 

ბანკი იტოვებს უფლებას, სატენდერო პროცედურის დასრულების შემდგომ, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 ივლისი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტალარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო პირი: 

ხატია ითიურიძე
599 39 00 44 
khitiuridze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა