ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23227 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

პრეტენდენტმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე პოლისები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  • საბაზისო;
  • საშუალო;
  • პრემიუმი (VIP).

დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 988 თანამშრომელს (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა).

სადაზღვეო პოლისის მინიმალური მოთხოვნები (საბაზისო პაკეტი) მითითებულია დანართი #1 ში. საბაზისო პაკეტის პრემიის თანხა განსაზღვრულია - 35,00 ლარით, რომელზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საუკეთესო შემოთავაზება;

  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს სადაზღვეო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს თბილისში და რეგიონებში;
  • გამონაკლისების ჩამონათვალი სადაზღვეო პოლისების კატეგორიების მიხედვით;
  • გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარება დაზღვევით);
  • თუ სადაზღვეო კომპანიას არ ჰყავს სტომატოლოგიური პროვაიდერი კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში, დაზღვეულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის სქემით. (გადახდა, ანაზღაურება);
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით);
  • მითითებული უნდა იყოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, თუ რას ითვალისწინებს კონკრეტული მომსახურება სადაზღვევო პოლისების კატეგორიების მიხედვით;

დამატებითი მოთხოვნები:

  • სადაზღვეო პოლისის ძალაში შესვლა - ე.წ. მოცდის პერიოდის გარეშე;
  • თანდაყოლილი და დაზღვევამდე არსებული დაავადებების ანაზღაურება;
  • დაზღვეულთა მინიმალური და მაქსიმალური ასაკის ზღვარის მითითება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

შემოთავაზებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:

  • რეგიონების დაფარვა/მომსახურების ხარისხი;
  • კომპანიის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • სადაზღვევო ლიმიტი/ მზღვეველის წილი;
  • პროვაიდერი კლინიკების და სააფთიაქო ქსელის არჩევანი;
  • გამონაკლისი შემთხვევები, რასაც არ ფარავს დაზღვევა;
  • ფასი (საოჯახო, საშუალო და პრემიუმი)

დამატებითი ინფორმაცია:

  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 23 ივლისიდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით; 

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
Mariam.kuliashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები