31 ივლისი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23227 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
პრეტენდენტმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე პოლისები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
- საბაზისო;
 - საშუალო;
 - პრემიუმი (VIP).
 
დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 988 თანამშრომელს (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა).
სადაზღვეო პოლისის მინიმალური მოთხოვნები (საბაზისო პაკეტი) მითითებულია დანართი #1 ში. საბაზისო პაკეტის პრემიის თანხა განსაზღვრულია - 35,00 ლარით, რომელზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საუკეთესო შემოთავაზება;
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს სადაზღვეო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს თბილისში და რეგიონებში;
 - გამონაკლისების ჩამონათვალი სადაზღვეო პოლისების კატეგორიების მიხედვით;
 - გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარება დაზღვევით);
 - თუ სადაზღვეო კომპანიას არ ჰყავს სტომატოლოგიური პროვაიდერი კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში, დაზღვეულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის სქემით. (გადახდა, ანაზღაურება);
 - დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით);
 - მითითებული უნდა იყოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, თუ რას ითვალისწინებს კონკრეტული მომსახურება სადაზღვევო პოლისების კატეგორიების მიხედვით;
 
დამატებითი მოთხოვნები:
- სადაზღვეო პოლისის ძალაში შესვლა - ე.წ. მოცდის პერიოდის გარეშე;
 - თანდაყოლილი და დაზღვევამდე არსებული დაავადებების ანაზღაურება;
 - დაზღვეულთა მინიმალური და მაქსიმალური ასაკის ზღვარის მითითება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
შემოთავაზებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:
- რეგიონების დაფარვა/მომსახურების ხარისხი;
 - კომპანიის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
 - სადაზღვევო ლიმიტი/ მზღვეველის წილი;
 - პროვაიდერი კლინიკების და სააფთიაქო ქსელის არჩევანი;
 - გამონაკლისი შემთხვევები, რასაც არ ფარავს დაზღვევა;
 - ფასი (საოჯახო, საშუალო და პრემიუმი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
 - ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 23 ივლისიდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით;
 
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
Mariam.kuliashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები