
15 აგვისტო 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23401 - ფასთა გამოკითხვა ტრენერების ტრენინგის პროგრამის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ტრენერების ტრენინგის პროგრამის შესყიდვაზე.
ძირითადი ინფორმაცია:
- ტრენინგი უნდა ფარავდეს როგორც TOT-ს ასევე მენტორინგის საკითხებს.
- ჩატარების ლოკაცია - ზესტაფონი;
- მონაწილეების რაოდენობა: 15;
- ხანგრძლივობა: 14 საათი (2 დღე);
- ტრენინგის დასრულების ბოლოს აუცილებელია სერტიფიკატების გადაცემა.
დამატებითი მოთხოვნები:
- TOT სერტიფიცირება;
- პროფესიული განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მენტორების პროგრამებზე მუშაობის და ამ მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება.
შემოსული განაცხადები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ტრენინგცენტრის/ტრენერის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია/ მონაცემები შესაბამის თემაზე ტრენინგის ჩატარების შესახებ (CV,სერტიფიკატები და ა.შ.);
- ტრენინგის პროგრამის დეტალური აღწერა;
- მომსახურების ფასები:
- ფასში უნდა შედიოდეს ტრენინგის მომსახურების ღირებულება (სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით), მათ შორის ტრენერის სამივლინებო ხარჯები. საბეჭდი თუ სხვა სასწავლო მასალის ღირებულება.
- ფასში არ უნდა შედიოდეს: აუდიტორიის ქირის ხარჯი; მონაწილეთა კვების ხარჯი
კონკურსის პირობები: გამარჯვებული პირის გამოვლენა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
1) ტენდერის განაცხადების განხილვა;
2) მე-2 ეტაპზე გადასული მონაწილეები ჩაატარებენ სადემონსტრაციო პრეზენტაციას;
3) ხელშეკრულების გაფორმება.
ფასთა გამოკითხვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 აგვისტო
დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 24
ტელ.: (+99577) 35 40 20/ (+99577) 35 18 21
ელ.ფოსტა: Tender@energo-pro.ge
ტენდერის კატეგორია:
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები