ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T23401 - ფასთა გამოკითხვა ტრენერების ტრენინგის პროგრამის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს ნერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ტრენერების ტრენინგის პროგრამის შესყიდვაზე.

ძირითადი ინფორმაცია: 

  • ტრენინგი უნდა ფარავდეს როგორც TOT-ს ასევე მენტორინგის საკითხებს.
  • ჩატარების ლოკაცია - ზესტაფონი;
  • მონაწილეების რაოდენობა: 15;
  • ხანგრძლივობა: 14 საათი (2 დღე);
  • ტრენინგის დასრულების ბოლოს აუცილებელია სერტიფიკატების გადაცემა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • TOT სერტიფიცირება;
  • პროფესიული განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მენტორების პროგრამებზე მუშაობის და ამ მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება. 

შემოსული განაცხადები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ტრენინგცენტრის/ტრენერის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია/ მონაცემები შესაბამის თემაზე ტრენინგის ჩატარების შესახებ (CV,სერტიფიკატები და ა.შ.); 
  • ტრენინგის პროგრამის დეტალური აღწერა;
  • მომსახურების ფასები:
  • ფასში უნდა შედიოდეს ტრენინგის მომსახურების ღირებულება (სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით), მათ შორის ტრენერის სამივლინებო ხარჯები. საბეჭდი თუ სხვა სასწავლო მასალის ღირებულება.
  • ფასში არ უნდა შედიოდეს: აუდიტორიის ქირის ხარჯი; მონაწილეთა კვების ხარჯი

კონკურსის პირობები: გამარჯვებული პირის გამოვლენა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

1) ტენდერის განაცხადების განხილვა;
2) მე-2 ეტაპზე გადასული მონაწილეები ჩაატარებენ სადემონსტრაციო პრეზენტაციას;
3) ხელშეკრულების გაფორმება.

ფასთა გამოკითხვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა2024 წლის  15 აგვისტო

დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:

ს.ს. "ენერგო პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო
 ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 24
ტელ.: (+99577) 35
 40 20/ (+99577) 35 18 21
ელ.ფოსტა:
 Tender@energo-pro.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები