
28 აგვისტო 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23524 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე (სკრინინგის ანგარიში + გაფრქვევის ნორმების განახლება)
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მომსახურებაზე:
კასპის ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (სკრინინგის ანგარიში + გაფრქვევის ნორმების განახლება).
ცვლილება:
არსებული ნებართვით ქარხანას აქვს თანადროული ინსინერაციაზე ნებართვა (გზშ-ს ანგარიში გვ.62), ცვლილებების შემდეგ ქარხანას შეეძლება მხოლოდ ნახშირის ან/და ნახშირის და ნარჩენის თანადროულად გამოყენება:
წვის რეჟიმი: მხოლოდ ნახშირი, ნახშირი + საბურავები; ნახშირი + საბურავები + ზეთი;
ასევე უნდა შეიცვალოს გაფრქვევის ნორმები:
გაფრქვევის ნორმების დაანგარიშება უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობის დადგენილება 2013 წლის 31 დეკემბერის №408 დადგენილების მიხედვით უწყვეტი მონიტორინგის სისტემის ფაქტობრივი გაფრქვევების საფუძველზე (ამჟამად გაფრქვევის ნორმები დაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №325 დადგენილების მიხედვით, აღნიშნული დადგენილების მოქმედება გადავადდა 2030 წლამდე, ამიტომ ქარხანა უფლებამოსილია გაფრქვევები დაიანგარიშოს №408 დადგენილების მიხედვით).
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის 2024 წლის 28 აგვისტომდე, ელ-ფოსტაზე (nino.beridze@cement.ge)წარმოადგინეთ შეთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- სამუშაოს განხორციელების ვადას;
- სამუშაოს ღირებულებას და გადახდის პირობას.
განსახორციელებელი სამუშაობის შესახებ დამატებითიინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 577 77 10 17
ელ. ფოსტა: giorgi.chaladze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები