ჩაბარების ვადა:

28 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T23524 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე (სკრინინგის ანგარიში + გაფრქვევის ნორმების განახლება)

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მომსახურებაზე: 

კასპის ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (სკრინინგის ანგარიში + გაფრქვევის ნორმების განახლება).

ცვლილება:

არსებული ნებართვით ქარხანას აქვს თანადროული ინსინერაციაზე ნებართვა (გზშ-ს ანგარიში გვ.62), ცვლილებების შემდეგ ქარხანას შეეძლება მხოლოდ ნახშირის ან/და ნახშირის და ნარჩენის თანადროულად გამოყენება:

წვის რეჟიმი: მხოლოდ ნახშირი, ნახშირი + საბურავები; ნახშირი + საბურავები + ზეთი; 

ასევე უნდა შეიცვალოს გაფრქვევის ნორმები:

გაფრქვევის ნორმების დაანგარიშება უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობის დადგენილება 2013 წლის 31 დეკემბერის №408 დადგენილების მიხედვით უწყვეტი მონიტორინგის სისტემის ფაქტობრივი გაფრქვევების საფუძველზე (ამჟამად გაფრქვევის ნორმები დაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №325 დადგენილების მიხედვით, აღნიშნული დადგენილების მოქმედება გადავადდა 2030 წლამდე, ამიტომ ქარხანა უფლებამოსილია გაფრქვევები დაიანგარიშოს №408 დადგენილების მიხედვით). 

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის 2024 წლის 28 აგვისტომდე, ელ-ფოსტაზე (nino.beridze@cement.ge)წარმოადგინეთ შეთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს: 

  • სამუშაოს განხორციელების ვადას;
  • სამუშაოს ღირებულებას და გადახდის პირობას. 

განსახორციელებელი სამუშაობის შესახებ დამატებითიინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

მობ: 577 77 10 17
ელ. ფოსტა: giorgi.chaladze@cement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები