ჩაბარების ვადა:

3 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23634 - ტენდერი ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს  ტენდერს ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე.

ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

 ტენდერის პირობები:

  • ტენდერი ცხადება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები;
  • მომწოდებელი უზრუნველყოფს მოთხოვნილი პროდუქციის მიწოდებას კონტრაქტით განსაზღვრულ ვადებში;
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია მისამართზე: ქ.თბილისი , ზაარბრუკენის მოედანი N 2;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით;

 აუცილებელი მოთხოვნები:

  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა დანართი N 1;
  • წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესასყიდი ობიექტის აღწერილობა, ტექნიკური დახასიათება;
  • პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უნდა წარმოადგინოს პროდუქციის ნიმუში ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ფუნქციონალური მახასიათებლები :

  • ბანკნოტების ნამდვილობის და ვარგისობის შემოწმება;
  • დაჯამების რეჟიმი (შეეძლოს კუპიურების რაოდენობის ჩვენება,დათვლილი თანხის ჯამური რაოდენობის ჩვენება);
  • დახარისხება ნომინალის, სახის, ორიენტაციის, ემისიის მიხედევით;
  •  5/7 ვალუტის დამუშავება და ავტომატური იდენტიფიცირება.

 ტექნიკური მახასიათებლები :

  • დეტექცია – ოპტიკური, მაგნიტური, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი, ბანკნოტის გეომეტრიის მზომელი;
  • თვლის/დახარისხების სისწრაფე – 1500 ბ/წთ;
  • მიმღები ჯიბის ტევადობა – 500 ბანკნოტი;
  • დაგროვების ჯიბის ტევადობა – 200 ბანკნოტი;
  • დაწუნების ჯიბის ტევადობა – 100 ბანკნოტი.

 ანგარიშსწორების პირობები:

  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის  წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  • მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში;
  • არჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

 გამარჯვებულის გამოვლენა:

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილიმ კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
  • პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
  • საგარანტიო პირობები;
  • მოწოდების ვადები; 
  • მომსახურების პირობები.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოთავაზება.

 პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:

  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 კომპანიის);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით);
  • შემოთავაზებული საქონლის დასახელება, დეტალური სპეციფიკაციები და საგარანტიო პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ფოტომასალა.

 თანდართული დოკუმენტაცია :

დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;

დანართი N2 – ფასების ცხრილი;

შემოთავაზებების მიღების წესი:

შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 3 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.

წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები:

  • ტენდერის სახელწოდება;
  • კომპანიის სახელწოდება;
  •  საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).

ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 4 სექტემბერს შემდეგ ელ.ფოსტაზე - procurement@silkbank.ge

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ.ნომრებზე:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888

ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
ტელ:577372939

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა