3 სექტემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23634 - ტენდერი ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე.
ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.
ტენდერის პირობები:
- ტენდერი ცხადება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები;
- მომწოდებელი უზრუნველყოფს მოთხოვნილი პროდუქციის მიწოდებას კონტრაქტით განსაზღვრულ ვადებში;
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია მისამართზე: ქ.თბილისი , ზაარბრუკენის მოედანი N 2;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით;
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა დანართი N 1;
- წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესასყიდი ობიექტის აღწერილობა, ტექნიკური დახასიათება;
- პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი;
- მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უნდა წარმოადგინოს პროდუქციის ნიმუში ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
- კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ფუნქციონალური მახასიათებლები :
- ბანკნოტების ნამდვილობის და ვარგისობის შემოწმება;
- დაჯამების რეჟიმი (შეეძლოს კუპიურების რაოდენობის ჩვენება,დათვლილი თანხის ჯამური რაოდენობის ჩვენება);
- დახარისხება ნომინალის, სახის, ორიენტაციის, ემისიის მიხედევით;
- 5/7 ვალუტის დამუშავება და ავტომატური იდენტიფიცირება.
ტექნიკური მახასიათებლები :
- დეტექცია – ოპტიკური, მაგნიტური, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი, ბანკნოტის გეომეტრიის მზომელი;
- თვლის/დახარისხების სისწრაფე – 1500 ბ/წთ;
- მიმღები ჯიბის ტევადობა – 500 ბანკნოტი;
- დაგროვების ჯიბის ტევადობა – 200 ბანკნოტი;
- დაწუნების ჯიბის ტევადობა – 100 ბანკნოტი.
ანგარიშსწორების პირობები:
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილიმ კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
- პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
- საგარანტიო პირობები;
- მოწოდების ვადები;
- მომსახურების პირობები.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოთავაზება.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 კომპანიის);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით);
- შემოთავაზებული საქონლის დასახელება, დეტალური სპეციფიკაციები და საგარანტიო პირობები;
- შემოთავაზებული პროდუქციის ფოტომასალა.
თანდართული დოკუმენტაცია :
დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;
დანართი N2 – ფასების ცხრილი;
შემოთავაზებების მიღების წესი:
შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 3 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.
წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები:
- ტენდერის სახელწოდება;
- კომპანიის სახელწოდება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).
ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 4 სექტემბერს შემდეგ ელ.ფოსტაზე - procurement@silkbank.ge
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ.ნომრებზე:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
ტელ:577372939
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა