17 სექტემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T23713 - ტენდერი სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე.
ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ს ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.
Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ბანკი იტოვებს უფლება მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე,წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.
შესყიდვის ობიექტის/საქონლის ნიმუშების წარმოდგენა:
- პრეტენდენტმა, ბანკში უნდა წარადგინოს, შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები, დანართი №1 სპეციფიკაციების შესაბამისად. ბანკი ელ. ფოსტის საშუალებით პრეტენდენტს უგზავნის შეტყობინებას ნიმუშების სრულად ან ნაწილობრივად წარმოდგენის შესახებ.
- შესასყიდი საქონლის ნიმუშები პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტერაბნკში შემდეგ მისამართზე: თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3. საკონტაქტო პირი: ბექა გოგორიშვილი. ტელ: 595 149 922
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა:
ბანკი ელ. ფოსტის საშუალებით პრეტენდენტს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შესახებ. პრეტენდნტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნის დედანი უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვირსალაძის №5. საკონტაქტო პირი: ამირან ანანიაშვილი. მობილური: 595 908680. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნის ელ. ვერსია უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: amiran.ananiashvili@terabank.ge
შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა:
შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სატენდრო დოკუმენტაცია
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი, როგორც ერთეულის ასევე ჯამური საპროგნოზო რაოდენობის გათვალისწინებით. (შევსებული დანათი N1 თანდართული ფაილის შესაბამისად). ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
- მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის);
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი).
აუცილებელი პირობა :
მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 17 სექტემბერი (18:00 სთ-მდე).
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
დანართები:
- დანათი N1 (საქონლის სპეციფიკაციები და ფასების ცხრილი)
- სატენდერო განაცხადი
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
- ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
- დისპენსერების ტექნიკური მახასიათებლები
- ფილიალების ჩამონათვალი და დისპენსერების განაწილების ნუსხა
შენიშვნა:
ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 17 სექტემბერი (18:00 სთ-მდე)
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება;
- ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
- ფასის კლების ბიჯი: 900 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში.
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ამირან ანანიაშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: amiran.ananiashvili@terabank.ge
ტელეფონზე: 255 00 00/(შიდა 2009). მობ: 595 908680
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია