ჩაბარების ვადა:

17 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23713 - ტენდერი სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ს ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.

Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ბანკი იტოვებს უფლება მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე,წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

შესყიდვის ობიექტის/საქონლის ნიმუშების წარმოდგენა:

  • პრეტენდენტმა, ბანკში უნდა წარადგინოს, შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები, დანართი №1 სპეციფიკაციების შესაბამისად. ბანკი ელ. ფოსტის საშუალებით პრეტენდენტს უგზავნის შეტყობინებას ნიმუშების სრულად ან ნაწილობრივად წარმოდგენის შესახებ.
  • შესასყიდი საქონლის ნიმუშები პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტერაბნკში შემდეგ მისამართზე: თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3. საკონტაქტო პირი: ბექა გოგორიშვილი. ტელ: 595 149 922

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა:

ბანკი ელ. ფოსტის საშუალებით პრეტენდენტს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შესახებ. პრეტენდნტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნის დედანი უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვირსალაძის №5. საკონტაქტო პირი: ამირან ანანიაშვილიმობილური: 595 908680. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნის ელ. ვერსია უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: amiran.ananiashvili@terabank.ge

შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა:

შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სატენდრო დოკუმენტაცია

 ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი, როგორც ერთეულის ასევე ჯამური საპროგნოზო რაოდენობის გათვალისწინებით. (შევსებული დანათი N1 თანდართული ფაილის შესაბამისად). ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  •  მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი).

აუცილებელი პირობა :

მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 17 სექტემბერი (18:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

დანართები:

  • დანათი N1 (საქონლის სპეციფიკაციები და ფასების ცხრილი)
  • სატენდერო განაცხადი
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
  • ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
  • დისპენსერების ტექნიკური მახასიათებლები
  • ფილიალების ჩამონათვალი და დისპენსერების განაწილების ნუსხა

შენიშვნა:

ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 17 სექტემბერი (18:00 სთ-მდე)
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება;
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
  • ფასის კლების ბიჯი: 900 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში.

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ამირან ანანიაშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: amiran.ananiashvili@terabank.ge 

ტელეფონზე
: 255 00 00/(შიდა 2009). მობ: 595 908680

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 სექტემბერი 2024 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 900.00 ‎₾