
18 სექტემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23813 - ტენდერი საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის მიზნით, ქვემოთ მოცემული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მოთხოვნები:
- კომპანიას გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტების ჩატარების სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
- კომპანიას ჩატარებული აქვს სულ მცირე 2 მსგავსი პროექტი ბოლო 2 წელიწადში;
- კომპანიას ჰყავს აუდიტორი, რომელიც ჩართული იყო სულ მცირე 2 მსგავს პროექტში ბოლო 2 წელიწადში;
- აუდიტის პროცესში ჩართული გუნდის წევრებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია;
- ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებაზე;
შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
- კომპანიის რელევანტური გამოცდილების დასადასტურებლად, პროექტების სია;
- აუდიტის პროცესში ჩართული პირების როლების აღწერა და CV;
- აუდიტში ჩართული პირების კაც/დღეების გადანაწილება;
- პროექტის გეგმა და ვადები;
- მეთოდოლოგია;
- ფინანსური წინადადება;
- ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უპირატესობა მიენიჭებათ კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ რეზიდენტი აუდიტორი.
აუდიტის სკოუპი:
- ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობის შეფასება;
- ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობის შეფასება ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონისა და დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან;
აუდიტის შედეგები:
- 2 ანგარიში:
- ანგარიში ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობაზე;
- ანგარიში საქართველოს კანონთან შესაბამისობის შეფასებაზე; - ანგარიშები, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:
- შესაბამისობის შეფასება შეჯამება;
- ცალკეულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
- შეუსაბამობების ჩამონათვალი შესაბამისი კლასიფიკაციით;
- რეკომენდაცია როგორ უნდა გამოსწორდეს შეუსაბამობები;
- აუდიტი მეთოდოლოგიის აღწერა;
- შეუსაბამობების ჩამონათვალი, კლასიფიკაციითა და რეკომენდაციებით ცალკე excel-ის ფორმატში.
ბანკის მხრიდან კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმდება ხელშეკრულება დანართი #1-ის შესაბამისად;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 სექტემბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: N/A;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი:
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები